კითხვები ისტორიის შესახებ
გუშინ პირველ კავკასიურზე თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმი იყო სამცხეს ისტორიის შესახებ. აქ საკმაოდ დაწვრილებით იყო განხილული ე.წ. თურქი-მესხების ამბები.
19 საუკუნის შუა პერიოდში რუსების ცნობებით მესხეთის მუსულმანური მოსახლეობა ქართულენოვანი იყო, თუმცა პროთურქული ორიენტაციის, მაგრამ თავს ქართველებად თვლიდნენ. ისინი თავდადებით იბრძოდნენ რუსების წინააღმდეგ.
20 საუკუნის ათიან წლებში, პირველი მსოფლიო ომის დროს მუსულმანი ქართველები მხარს თურქეთს უჭერდნენ, თუმცა როგორც მივხვდი არ იბრძოდნენ. ხოლო იმპერიის დასუსტებისას, და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისას მათ აქტიური ბრძოლა დაიწყეს საქართველოდან გამოსაყოფად და ისლამური რესპუბლიკის ჩამოსაყალიბებლად, თურქეთთან ერთად. თუმცა ამ პერიოდში თურქეთი ძალიან დასუსტებული იყო და მუსულმანებს ვერ დაეხმარა. მესხეთში ქართული ქრისტიანული მოსახლეობა საკმაოდ ცოტა იყო. პასკევიჩის მიერ ჩამოსახლებულ სომხობას კი რუსების დაბრუნების იმედი ჰქონდათ. საბოლოოდ 2 წლიანი სამოქალაქო ომის შედეგად, სადაც ეროვნების მიუხედავად, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ქრისტიანები და მუსულმანები, გაიმარჯვეს ქრისტიანებმა - თბილისიდან შემოსულმა ჯარმა აიღო ახალციხე და ბოლო ჯაყელი თურქეთში გაიქცა.
ამის შემდეგ მოხდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია და საბჭოთა ხელისუფლების დამყარება.
სავარაუდოთ ამ დროს, ანუ ორიანი წლების დასაწყისში მესხეთის მუსულმანები ჯერ კიდევ ქართულენოვანები იყვნენ, ან ორენოვანები.
კომუნისტებმა კი მათ თურქული ან აზერბაიჯანული სკოლები გაუხსნეს.
მესხი მოხუცები ყვებიან 30-ანი წლების ბოლოს და 40ანების დასაწყისის სიტუაციას, მათგან ვიცი რომ მტკვრის ხეობაში მუსულმანები არ იყვნენ ქართულენოვანები და შერეულ სოფლებში ქრისტიანების გადაჯიშების პირას იყვნენ. ურთიერთობა კი ქრისტიანებსა და მუსულმანებს შორის ძალიან დაძაბული იყო, რაც ალბათ ამ სამოქალაქო ომის შედეგია.
საბოლოო ჯამში 40ანებში სტალინის ბრძანებით მესხეთიდან გადაასახლეს უკვე თურქულენოვანი მოსახლეობა და მათ შთამომავლობაში მხოლოდ ერთეულებს ახსოვთ ქართველობა და ქართული ენა.
მსგავსი სიტუაცია იყო აჭარაშიც, მაგრამ იქ რაღაც ისეთი მოხდა 10ან წლებში, რამაც იქაურ მუსულმანებს პირიქით კარი გაუხსნა ქრისტიან ქართველებთან ინტეგრაციისკენ. გარდატეხა სხვანაერად მოხდა, მოხერხდა და ეროვნული ფასეულობები რელიგიურზე მაღლა დადგა და რამდენიმე ათწლეულში მუსულმანი აჭარლები ისეთივე ქართველებად აღითქმეოდნენ როგორც სხვა დანარჩენები.
ვისი დამსახურება იყო ეს? რატომ დარჩნენ აჭარლები ხოლო გათურქებული მესხები საბოლოოდ გათურქდნენ?

Comments
Post a Comment