საფრთხე ზღვაში

ისევ ბათუმიდან დავბრუნდი...
ამ გამოსასვლელებზე ქალაქი სავსე იყო დამსვენებლებით. სანაპიროები გადავსებული იყო, ზოგი წყალში ჭყომპალაობს, ზოგი ცურავს, ზოგიც სკუტერებით და წყლის ველოსიპედებით ერთობა. თითქოს ყველაფერი კარგადაა, მაგრამ...
ნორმალურ ქვეყნებში სანაპირო დაყოფილია ზონებად, სადაც შეიძლება ცურვა და სადაც არ შეიძლება. სადაც არ შეიძლება, იქ არიან სერფინგისტები, სკუტერების და ყველანაერი ველოსიპედების მოყვარულები და ყველა ერთობა და ერთმანეთს ხელს არ უშლიან. მოცურავეს არ ეშინია რომ რას უეცრად დიდ სიჩქარეზე სკუტერი დაეჯახება. მყვინთავს არ ეშინია ყვინთვის, ხოლო ჩვენთან ადამიანი დაცული არაა. მოსურავეები და სკუტერები ერთად ცურავენ, და ეს უკანასკნელნი საფრთხეს უქმნიან ცურვის მოყვარულთ. საფრთხეს თავი რომ დავანებით ფრიად არასასიამოვნოა, წინ რომ სკუტერი ჩაგიქროლებს. ყვინთვა სახიფათო გახდა.. ჩაყვინთავ და ამოყვინთვისას სკუტერმა არ გადაგიაროს.
მოკლედ ზღვაშიც საჭიროა ელემენტარული წესრიგი, მითუმეტეს სეზონის პიკზე, აუცილებელია უსაფრთხოების ნორმები და ერთმანეთის პატივისცემა.
ბათუმის სანაპიროებზე მაშველები მაინც შეიმჩნევიან და წყალშიც არის ე.წ ბუიოკები, გონიოს და კვარიათის პოპულარულ სანაპიროებზე კი არაფერი მაგდაგვარი არაა. სკუტერები იქაც მნიშვნელობან საფრთხეს უქმნიან მოცურავეებს. ხოლო გაჭირვების შემთხვევაში მაშველიც არაა.
ისმის კითხვა, სად იყურება აჭარის ავტონომიის ტურიზმის დეპარტამენტი და სხვა სტრუქტურები, ვისაც ეს ეხება? აჭარის ტურისტულ სამოთხედ გადასაქცევად, რომელზეც ასე ხშირად საუბრობენ, აკლლია ამ ელემენტარული უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
გთხოვთ გაავრცელოთ ეს ტექსტი, რათა შესაბამისი სტრუქტურების ყურადღება მიიქცეს ამ საკითხების მიმართ.

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия