საფრთხე ზღვაში
ისევ ბათუმიდან დავბრუნდი... ამ გამოსასვლელებზე ქალაქი სავსე იყო დამსვენებლებით. სანაპიროები გადავსებული იყო, ზოგი წყალში ჭყომპალაობს, ზოგი ცურავს, ზოგიც სკუტერებით და წყლის ველოსიპედებით ერთობა. თითქოს ყველაფერი კარგადაა, მაგრამ... ნორმალურ ქვეყნებში სანაპირო დაყოფილია ზონებად, სადაც შეიძლება ცურვა და სადაც არ შეიძლება. სადაც არ შეიძლება, იქ არიან სერფინგისტები, სკუტერების და ყველანაერი ველოსიპედების მოყვარულები და ყველა ერთობა და ერთმანეთს ხელს არ უშლიან. მოცურავეს არ ეშინია რომ რას უეცრად დიდ სიჩქარეზე სკუტერი დაეჯახება. მყვინთავს არ ეშინია ყვინთვის, ხოლო ჩვენთან ადამიანი დაცული არაა. მოსურავეები და სკუტერები ერთად ცურავენ, და ეს უკანასკნელნი საფრთხეს უქმნიან ცურვის მოყვარულთ. საფრთხეს თავი რომ დავანებით ფრიად არასასიამოვნოა, წინ რომ სკუტერი ჩაგიქროლებს. ყვინთვა სახიფათო გახდა.. ჩაყვინთავ და ამოყვინთვისას სკუტერმა არ გადაგიაროს. მოკლედ ზღვაშიც საჭიროა ელემენტარული წესრიგი, მითუმეტეს სეზონის პიკზე, აუცილებელია უსაფრთხოების ნორმები და ერთმანეთის პატივისცემა. ბათუმის სანაპიროებზე მაშველ...