პლაცკარტი - ანუ საერთო ვაგონი
რა ხდება ხოლმე საერთო ვაგონში? საერთო ვაგონი ცალკე სამყაროსავითაა... საუბრები, დიალოგები, სიცილი, მობილურზე ხმამაღლა მუსიკის მოსმენა, ერთმანეთის მოურიდებლობა, თუმცა... უცნაური ერთიანობაც... ნებისმიერი ჩამსვლელი ყველას ემშვიდობება, თითქოს მთლად ბიძაშვილი თუ არა, ახლობელი მაინცაა... ანდრო ცოტა მოშორებით მოკალათდა და აღსარებაც კი ჩაიბარა ლამის, ვიღაც მეზობელი ბიძია სათების განმავლობაში საკუთარ გულს უშლიდა, ქსოვრელი თავისთვის იყო მეზობელ თაროზე, ყურსასმენების სამყაროში ჩაძირული მატარებელს მხოლოდ სურნელით თუ იგრძნობდა, წივწივაც თავისთვის იწვა და სულ არ ადარდებდა, სად იყო და რა ხდებოდა, მეცხრე სიზმარში ტრიალებდა... მე და ტრულის უფრო სხვა განგება დაგვტრიალებდა თავს, ერთმანეთთან ლაპარაკით რომ გული ვიჯერეთ, გვინდოდა თუ არ გვინდოდა სხვების დაკვირვებაზე გადავედით, ზოგი რამ ტრულიმაც მოყვა ზემოთ, საინტერესო მეზობლები გვყავდა და უფრო დიდი სიამოვნებითაც გავიხსენებდი მათ, რომ არა ის წყეული რუსული სიმღერები, მართალი გითხრათ, მთელი საუკუნეები რომ გვებრძოდნენ რუსები, არც მაგის გამო მომდომებია მათი დახოცვ...