აზოს, ფარნავაზის და ქუჯის ნამდვილი ისტორია
ორიგინალი ბლოგში სტრატეგია და უსაფრთხოება.
მახსოვს, სკოლაში ქართლის სამეფოს შექმნის ამბავს ძალზედ პრიმიტიულად გვასწავლიდნენ. ზოგადად, ამ ამბავზე წარმოდგენები ხშირად არასისტემური და მითოლოგიზირებულია. რაც სამწუხაროა, იმიტომ რომ „აზოს“ (როგორც ის ქართულ წყაროებშია ცნობილი), ფარნავაზის და ქუჯის პერიოდი ძალიან საინტერესია. იმ დროს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ დასავლეთ აზიაში და ბალკანეთში წყდებოდა ქვეყნების შემდგომი ისტორიის ბედი, ხოლო სხვადასხვა ლიდერები ერთმანეთს ებრძოდნენ საკუთარი დინასტიის დაარსების შესაძლებლობისთვის.
ამიტომ, ყოველგვარი მითების და პროპაგანდის გარეშე, გთავაზობთ ამ ამბავის თანმიმდევრულ ფაქტებს, რომლებიც მოიპოვება ქართველ ისტორიკოსთა ნაშრომებში და პირველწყაროებში. რა თქმა უნდა, ყველასთვის ცნობილი ფაქტების გამეორებას აზრი არა აქვს. ამიტომ, აქცენტს აზოს, ფარნავაზის და ქუჯის ისტორიაში ვაკეთებ იმაზე, რასაც ნაკლებად ექცევა ხოლმე ყურადღება.
შევუდგეთ:
1. უძველესი ხანიდან საქართველოში ჩამოყალიბდნენ ტომები, რომლებიც გამუდმებით ერთმანეთში ომობდნენ. აღმოსავლეთ საქართველოში ტრადიციულად ყველაზე მაღალი პრესტიჟი გააჩნდა ტომს, რომელიც მცხეთას აკონტროლებდა.
2. ძვ. წ. VI საუკუნიდან საქართველო მოექცა აქემენიდების დინასტიის სპარსეთის იმპერიის გავლენის სფეროში, ხოლო ქართველური ტომებით დასახლებული ტერიტორიის უკიდურესი სამხრეთ-დასავლეთი (ტაოს მიმდებარე რეგიონები, შესაძლოა თვით ტაოც, ლაზეთის უმეტესი ნაწილი) პირდაპირ შევიდა სპარსეთის იმპერიის შემადგენლობაში.
სპარსეთის იმპერია აქემენიდების დროს
3. სპარსეთის დომინირება დასრულდა ძვ. წ. IV საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც ეს იმპერია ალექსანდრე მაკედონელმა გაანადგურა. აი აქ კი იწყება საქართველოსთვის ყველაზე საინტერესო. სპარსეთის დაცემის შემდეგ მაკედონელთა მხარეს გადავიდა სპარსი სატრაპი (გუბერნატორი) პროვინციისა, რომელიც იკავებდა დღევანდელი თურქეთის ტერიტორიის ჩრდილო-აღმოსავლეთს. მათ შორის იმას, რასაც ქართულ წყაროებში უწოდებენ „არიან ქართლს“ – ანუ ირანულ ქართლს – ანუ იმ ქართველური ტომებით დასახლებულ მიწებს, რომელიც სპარსეთის იმპერიაში შევიდა. სწორედ ამ მიწების მმართველმა სატრაპმა დაიპყრო ქართლი მაკედონელთა დახმარებით.
ქართული წყაროების მიხედვით, უშუალო დამპყრობელს „აზო“ ერქვა და იგი იყო „ძე არიან ქართლისა მეფისაი“, ანუ მაკედონელთა მხარეს გადასული სატრაპის. არსებითი მნიშვნელობა არა აქვს იმას, მართლა იყო თუ არა „აზო“ (პირობითად დავუტოვოთ მას ეს სახელი) იმ სატრაპის შვილი. მთავარი ისაა, რომ იგი ქართლში სწორედ სატრაპმა გამოგზავნა, მაკედონელთა მხარდაჭერით.
არსებობს ორი ვარიანტი:
ა. აზო შემოიჭრა ქართლში ძვ. წ. 323 წლამდე, ანუ ალექსანდრე მაკედონელის მმართველობის დროს. ასეთ შემთხვევაში, მან ქართლი ალექსანდრეს დავალებით დაიპყრო;
ბ. აზო შემოიჭრა ქართლში ძვ. წ. 323 წლის, ანუ ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ. ასეთ შემთხვევაში, მას ზურგს ლისიმაქე უმაგრებდა. ლისიმაქე (რომელსაც ლეონტი მროველი „ბიზანტიოსს“ ეძახის) იყო ერთერთი დიადოხი – ანუ, ალექსანდრეს გენერალი, რომელმაც ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ დაიწყო ბრძოლა სხვა დიადოხებთან ობლად დარჩენილი იმპერიის მიწების დასაუფლებლად. ასეთ შემთხვევაში, ლისიმაქეს მიზანი სავარაუდოდ იყო თავისი სტრატეგიული პოზიციების გაუმჯობესება მეტოქე დიადოხის სელევკის (სელევკიდების დინასტიის ფუძემდებლის) წინააღმდეგ.
დიადოხების სამფლობელოები:
ლისიმაქეს – სტაფილოსფერი
სელევკის – ყვითელი
პტოლემეს – ლურჯი
კასანდროსის – მწვანე
ნებისმიერ შემთხვევაში, ქართულმა ტომებმა ვერ გაუწიეს წარმატებული წინააღმდეგობა მაკედონური მხარდაჭერით მოსარგებლე აზოს. მან დაიპყრო აღმოსავლეთ საქართველო და შეუდგა ამ ტერიტორიაზე პირველი ერთიანი სახელმწიფოს შენებას. პროცესი რთული იყო. ლეონტი მროველის ცნობები აზოს ღონისძებებზე ძალზედ რეალისტურად ჟღერს – ადგილობრივი მოსახლეობისთვის იარაღის ქონის აკრძალვა; ქვეყანაში ციხესიმაგრეების დანგრევა გარდა იმ 4-სა, რომელებშიც აზომ თავისი გარნიზონები განალაგა. ეს ქმედებები ლოგიკურია იმ პირობებში, როცა ცდილობ შეინარჩუნო კონტროლი ახლად დაპყრობილ ქვეყანაზე, რომელიც ტომობრივი წყობით ცხოვრობს და არ იცნობს სახელმწიფო სისტემას.
4. იმის მიუხედავად, თავდაპირველად ვინ იყო აზოს (და ზემოთხსენებული სპარსი სატრაპის) პატრონი, მისი მოღვაწეობის შემდგომ ეტაპებზე ასეთი პატრონი ნამდვილად ლისიმაქე იყო. ამაზე ბევრი რამ მიუთითებს, კერძოდ:
რეალურად, პირველი სახელმწიფო ინსტიტუტები ქართლში სწორედ აზომ შექმნა, მაგრამ მისი ლეგიტიმურობის ერთადერთი საფუძველი იყო ქვეყნის გარედან მოყვანილი ჯარისკაცების იარაღი. ფრანავაზს კი ლეგიტიმურობას აძლევდა ის დიდი წარმატება, რომელსაც მან მიაღწია აზოს სასტიკი მმართველობის ჩამოგდებით. ამას ემატებოდა ისიც, რომ ფარნავაზი ეკუთვნოდა მცხეთის მამასახლისების, ანუ აზოს მოსვლამდელ ქართლში ყველაზე პრესტიჟული ტომის ბელადების კლანს. ამის მიუხედავად, ფარნავაზის შვილის საურმაგის მეფობის დროს სხვა ტომების ბელადები (რომლებიც ფარნავაზმა ერისთავებად განაწესა) აჯანყდნენ. მათ სურდათ სამეფო ხელისუფლების გაუქმება და ისევ ტომობრივ სისტემაში დაბრუნება. ის მათთვის უფრო კომფორტული იყო. მათი ეს მცდელობა წარუმატებელი გამოდგა.
განსახილველი დარჩა ქუჯის ამბავი. ზოგი ადამიანი დღეს ეჭვით უყურებს ქუჯის და ფარნავაზის ურთიერთობის ტრადიციულ ვერსიას. გარკვეულწილად, ეს არის უკურეაქცია იმაზე, რომ ამ ისტორიას იყენებენ ძვ. წ. III საუკუნეში ქართული ეროვნული გრძნობის არსებობის და საქართველოს გაერთიანების სურვილის „საჩვენებლად“. ასეთი გათანამედროვებული ინტერპრეტაციები, ცხადია, არასერიოზულია. იმ პერიოდის ადამიანებისთვის დღევანდელი სახის ეროვნული გრძნობების მიწერა ანაქრონიზმია.
ამის მიუხედავად, ქუჯის ქმედებებში უცნაური არაფერია. საქმე ისაა, რომ ლისიმაქე არ შემოიფარგლებოდა ქართლზე ბატონობით (თავისი ვასალის, „აზოს“ მეშვეობით). იგი ასევე მხარს უჭერდა კოლხეთის სანაპიროს ბერძნულ პოლისებს კოლხური სამთავროების წინააღმდეგ ბრძოლაში. ლისიმაქესთვის ამის ერთადერთი მოტივი შეიძლებოდა ყოფილიყო კოლხეთში დომინირების მოპოვება. ალექსანდრეს ყოფილი გენერალი სტრატეგიას სერიოზულად უდგებოდა და სამხრეთ კავკასიაში დომინირების მოსაპოვებლად სისტემურად მოქმედებდა. ამის ფონზე, ერთერთი კოლხი მთავრის ქუჯის (სტრაბონის და სხვა წყაროების ცნობით, კოლხეთში რამდენიმე სხვადასხვა სამთავარო არსებობდა, რომლებსაც ბერძნები და რომაელები „სკეპტუხიებს“ უწოდებდნენ) მხრიდან ფარნავაზის აჯანყების მხარდაჭერა ბუნებრივია. ფარნავაზი იყო ერთადერთი, ვისაც ჰქონდა სამხედრო, ფინანსური და დიპლომატიური რესურსები ლისიმაქეს გავლენასთან საბრძოლველად. უფრო მეტიც, ფარნავაზმა დაამყარა კავშირი სელევკთან, რაც იძლეოდა ლისიმაქესგან მომავალი საფრთხის სრულიად ნეიტრალიზების იმედს. ამიტომ, ქუჯი ფარნავაზს მიემხრო და მისი ვასალი გახდა. თუმცა, მოწინავე და პრესტიჟული ვასალი, რასაც ქუჯიმ მიაღწია აზოსთან ბრძოლაში თავისი მნიშვნელოვანი როლით. ეს კავშირი ქართლის ძლიერ მმართველთან, სავარაუდოდ, კოლხეთშიც გააძლიერებდა ქუჯის კლანის პოზიციებს სხვა “სკეპტუხებთან” მიმართებაში.
მართალია, შემდგომში ლისიმაქე დამარცხდა და დაიღუპა სელევკთან ბრძოლაში, მაგრამ ზემოთხსენებულმა ყოფილმა სპარსმა სატრაპმა (რომელიც ლისიმაქეს ემსახურებოდა და რომელმაც ქართლში „აზო“ გამოგზავნა) ლისიმაქეს დაღუპვის წელსვე (ძვ. წ. 281) დააფუძნა თავისი სატრაპიის ტერიტორიაზე ახალი პონტოს სამეფო. ეს სახელმწიფო ასევე წარმოადგენდა კოლხეთისთვის საფრთხეს, რითაც ამ უკანასკნელს უნარჩუნებდა ქართლის მეფის ძალაუფლების ქვეშ დარჩენის მოტივაციას. ამ საფრთხის რეალურობას ადასტურებს ის ფაქტი, რომ შემდგომ პერიოდში პონტოს სამეფომ დაიპყრო კიდევაც კოლხეთის ნაწილი. პონტოს ძალაუფლება კოლხეთის ნაწილში რომის მოსვლამდე შენარჩუნდა. თუმცა, ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა. :)
თავდაპირველი პონტოს სამეფო და მისი შემდგომი ტერიტორიული ექსპანსია

- არქეოლოგიურად დადასტურებულია, რომ ქართლში მიმოქცევაში იყო ლისიმაქეს სახელით მოჭრილი მონეტები;
- ფარნავაზის აჯანყების დროს აზომ უკან დაიხია სწორედ ლისიმაქეს სამფლობელოს საზღვრებთან;
- ფარნავაზთან გადამწყვეტი ბრძოლის წინ აზომ ლისიმაქეს სამფლობელოს ტერიტორიიდან მიიღო დამხმარე ძალები;
- აზოსთან ომის დროს ფარნავაზი დაუკავშრდა სელევკს და გახდა მისი ვასალი და მოკავშირე. ხოლო სელევკი ლისიმაქეს მთავარი მოწინააღმდეგე იყო.
რეალურად, პირველი სახელმწიფო ინსტიტუტები ქართლში სწორედ აზომ შექმნა, მაგრამ მისი ლეგიტიმურობის ერთადერთი საფუძველი იყო ქვეყნის გარედან მოყვანილი ჯარისკაცების იარაღი. ფრანავაზს კი ლეგიტიმურობას აძლევდა ის დიდი წარმატება, რომელსაც მან მიაღწია აზოს სასტიკი მმართველობის ჩამოგდებით. ამას ემატებოდა ისიც, რომ ფარნავაზი ეკუთვნოდა მცხეთის მამასახლისების, ანუ აზოს მოსვლამდელ ქართლში ყველაზე პრესტიჟული ტომის ბელადების კლანს. ამის მიუხედავად, ფარნავაზის შვილის საურმაგის მეფობის დროს სხვა ტომების ბელადები (რომლებიც ფარნავაზმა ერისთავებად განაწესა) აჯანყდნენ. მათ სურდათ სამეფო ხელისუფლების გაუქმება და ისევ ტომობრივ სისტემაში დაბრუნება. ის მათთვის უფრო კომფორტული იყო. მათი ეს მცდელობა წარუმატებელი გამოდგა.
განსახილველი დარჩა ქუჯის ამბავი. ზოგი ადამიანი დღეს ეჭვით უყურებს ქუჯის და ფარნავაზის ურთიერთობის ტრადიციულ ვერსიას. გარკვეულწილად, ეს არის უკურეაქცია იმაზე, რომ ამ ისტორიას იყენებენ ძვ. წ. III საუკუნეში ქართული ეროვნული გრძნობის არსებობის და საქართველოს გაერთიანების სურვილის „საჩვენებლად“. ასეთი გათანამედროვებული ინტერპრეტაციები, ცხადია, არასერიოზულია. იმ პერიოდის ადამიანებისთვის დღევანდელი სახის ეროვნული გრძნობების მიწერა ანაქრონიზმია.
ამის მიუხედავად, ქუჯის ქმედებებში უცნაური არაფერია. საქმე ისაა, რომ ლისიმაქე არ შემოიფარგლებოდა ქართლზე ბატონობით (თავისი ვასალის, „აზოს“ მეშვეობით). იგი ასევე მხარს უჭერდა კოლხეთის სანაპიროს ბერძნულ პოლისებს კოლხური სამთავროების წინააღმდეგ ბრძოლაში. ლისიმაქესთვის ამის ერთადერთი მოტივი შეიძლებოდა ყოფილიყო კოლხეთში დომინირების მოპოვება. ალექსანდრეს ყოფილი გენერალი სტრატეგიას სერიოზულად უდგებოდა და სამხრეთ კავკასიაში დომინირების მოსაპოვებლად სისტემურად მოქმედებდა. ამის ფონზე, ერთერთი კოლხი მთავრის ქუჯის (სტრაბონის და სხვა წყაროების ცნობით, კოლხეთში რამდენიმე სხვადასხვა სამთავარო არსებობდა, რომლებსაც ბერძნები და რომაელები „სკეპტუხიებს“ უწოდებდნენ) მხრიდან ფარნავაზის აჯანყების მხარდაჭერა ბუნებრივია. ფარნავაზი იყო ერთადერთი, ვისაც ჰქონდა სამხედრო, ფინანსური და დიპლომატიური რესურსები ლისიმაქეს გავლენასთან საბრძოლველად. უფრო მეტიც, ფარნავაზმა დაამყარა კავშირი სელევკთან, რაც იძლეოდა ლისიმაქესგან მომავალი საფრთხის სრულიად ნეიტრალიზების იმედს. ამიტომ, ქუჯი ფარნავაზს მიემხრო და მისი ვასალი გახდა. თუმცა, მოწინავე და პრესტიჟული ვასალი, რასაც ქუჯიმ მიაღწია აზოსთან ბრძოლაში თავისი მნიშვნელოვანი როლით. ეს კავშირი ქართლის ძლიერ მმართველთან, სავარაუდოდ, კოლხეთშიც გააძლიერებდა ქუჯის კლანის პოზიციებს სხვა “სკეპტუხებთან” მიმართებაში.
მართალია, შემდგომში ლისიმაქე დამარცხდა და დაიღუპა სელევკთან ბრძოლაში, მაგრამ ზემოთხსენებულმა ყოფილმა სპარსმა სატრაპმა (რომელიც ლისიმაქეს ემსახურებოდა და რომელმაც ქართლში „აზო“ გამოგზავნა) ლისიმაქეს დაღუპვის წელსვე (ძვ. წ. 281) დააფუძნა თავისი სატრაპიის ტერიტორიაზე ახალი პონტოს სამეფო. ეს სახელმწიფო ასევე წარმოადგენდა კოლხეთისთვის საფრთხეს, რითაც ამ უკანასკნელს უნარჩუნებდა ქართლის მეფის ძალაუფლების ქვეშ დარჩენის მოტივაციას. ამ საფრთხის რეალურობას ადასტურებს ის ფაქტი, რომ შემდგომ პერიოდში პონტოს სამეფომ დაიპყრო კიდევაც კოლხეთის ნაწილი. პონტოს ძალაუფლება კოლხეთის ნაწილში რომის მოსვლამდე შენარჩუნდა. თუმცა, ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა. :)
თავდაპირველი პონტოს სამეფო და მისი შემდგომი ტერიტორიული ექსპანსია
Comments
Post a Comment