თეთრი მდუმარება
გზა თოვლმა დაფარა... მიუხედავად მომღომარი თბილი მზისა, ყინვა არ ტოვებდა შეპყრობილ მიწას და ტყეები თეთრ ნაბადში გაეხვნენ. დეკემბრის სუსხიანი შუა დღე იყო და დათოვლილ გზაზე ცხრა მგზავრი მიაბიჯებდა. სერ ლელ გვალვა - გეოგრაფიული საზოგადოების თავმჯდომარე, რომელიც აქ კონკრეტული მიზნისთვის ჩამოვიდა. საქმე ისაა, რომ ადგილობრივებისგან თეთრებს უკვე მისვლიათ ხმები, მთებში გადაკარგული ტბების შესახებ და სერ ლელისთვის, რა თქმა უნდა საინტერესო იყო მათი აღმოჩენა, საკუთარი თვალით ნახვა და რუქაზე დატანება. ჯორჯ პავნი - სერ ლელის ძველი მეგობარი და ერთგული თანაშემწე, ექსპედიციებში გვალვას განუყრელი თანამგზავრიც რა თქმა უნდა მასთან იყო. თეი, იგელი და ლაშა - სტუდენტები გეოგრაფები, რომლებიც დიდ პატივად მიიჩნევდნენ სახელგანთმულ სერ ლელთან ერთად ექსპედიციაში წასვლას. ტრულა - უბრალოდ თავგადასავლების მაძიებელი, მან არაფერი იცოდა ამ ტბების შესახებ, მაგრამ, ყური რომ მოკრა თავისი მეტისი მეგობრისგან, ნიკისგან, რომ იგი ასეთი ექსპედიციის გზამკვლევი იქნება, სთხოვა რომ ისიც წაეყვანათ და ნიკი რაღა თქმა უნდა დათანხმდა. ალექსანდრე - ცნობილი ზოოლოგი, ცხენების ჯიშების გამომყვანი, და მისი თანაშემწე და მეგობარი ანუკი. ტბები მათთვის იქ ბინადარი მდიდარი ფაუნით იყო მიმზიდველი.. მათ წინ კი მიუძღვოდათ უკვე ხსენებული ნიკ მდუმარე რკინა - მეტისი გამცილებელი, მდუმარე რკინა მისი ინდიელური სახელი იყო და ასე შეარქვეს მას რკინის ამტანობისთვის, მტკიცე ნებისთვის და იმის გამოც რომ მას არ უყვარდა ბევრი საუბარი და არასდროს ტრაბახობდა თავისი თავგადასავლებით. მისი ჩვეული საქმიანობა იყო სხვადასხვა ექსპედიციებისთვის გზის კვლევა ამ მიუსაფარ ცივ ტყეებში, რომლებიც მისთვის სახლი იყო. მიუხედავად ინმისა რომ ნიკი ჩუმი რკინა ტყეებში ინდიელებმა გაზარდეს, იგი ნახევრად თეთრი იყო, და თეთრების კულტურას და ზნეჩვეულებებს ისე კარგად იცნობდა, რომ მასში მეტისის დანახვა გაუჭირდებოდათ კიდეც გამოუცდელთ. თეთრებისთვის იგი უბრალოდ ნიკი იყო.
მაშ ასე.. შუადღე გადავიდა როდესაც ცხრა მგზავრი მთებში გზას აუყვებოდნენ. გზა გრძელი და დამქანცველი იყო. მიუხედავად გაკვალულობისა, თოვლი ბევრ ადგილას ყინულად იქცადა სასტიკად სრიალებდა. აღმართები ციცაბო იყო. ნიკი ამხნევებდა დაღლილ მგზავრებს და უბიძგებდა შეუჩერებლივ მიდამ წინ ეარათ. როდესაც კი სტუდენტებს და ტრულას ფეხის გადადგმა აღარ შეეძლოთ, გამოჩნდა დანიშნულების პირველი პუნქტი - სოფელი.ჯერ საღამო არ იყო, მაგრამ ზამთარში ადრე ბნელდებოდა და მგზავრთა ნაწილის მდგომარეობა გზის გაგრძელებას ვეღარ აიტანდა. სოფელში მათ ერთერთ ქოხში შესთანაზეს და გახარებული მგზავრებიც დაბინავდნენ იქ.
ქოხი ვიწრო მაგრამ მყუდრო იყო. სოფლელებმა მგზავრებს შეშაც მისცეს, ასე რომ ღუმელი აგიზგიზდა და გათოშილმა მგზავრებმა საგზალი გადმოალაგეს და ვახშამს შეუდგნენ. შემდეგ დაიწყო საუბრები, ნიკი სერ ლელს უხსნიდა რომ მათ არც ისე ბევრი დარჩათ ლეგენდარულ ტბებამდე და ხვალვე შეძლებდნე მიეღწიათ მათთვის და კიდევ ერთი დღე დასჭირდებოდათ იქედან უახლოეს სოფლამდე სიარული.
-კარგია რომ ნათელი ღამეა და არ ბარდნის, თორემ ხვალ ბევრად გართულდებოდა სვლა. - შეაჯამა გეგმები ნიკმა. შემდეგ კი, როგორც გამოცდილ მოგზაურს შეჰშვენის, ამოიღო ადგილობრივი არყის ბოთლი და გაუმასპინძლდა მგზავრებს. სმაზე მზოლოდ ალექსანდრე, მისი თანაშემწე ანა და ტრულა დათანხმდნენ. დანარჩენები საუბარს შეყვნენ. დაილია ბევრი სადღეგრძელო, დამთავრდა არაყიც.. ტრულას გულში თბილოდა მიუხედავად იმისა რომ გარეთ ყველაფერი სუსხმა შებოჭა...
ღამე დღესავით ნათელი იყო, სავსე მთვარე ვერცხლისფერ ნათებას ჰფენდა თეთს ველებს და ტყეებს.
ლამაზი იყო ეს სოფელი არა მხოლოდ დღის შუქზე, არამედ ღამეც... თავისი ხის სახლებით, დიდი ზვინებით, ფრინველთა სიმრავლით... ტრულამ სცადა შემოეთავაზებინა სხვებისთვის, ეგებ სოფლის მოსახლეობა 9 ადამიანით გავზარდოთო, მაგრამ უარი მიიღო.
დასაძინებლად მჭირდოთ მოთავსდნენ, 2 საწოლზე 4 ადამიანი წვებოდა. მიუხედავად ამისა თითქმის ყველამ ტკბილად გამოიძინა და მზე უკვე კარგა ხნის ამოსული იყო, როდესაც მგზავრებმა თვალები გაახილეს.
გათენდა დილა. ადგომის დროა... დაიწყო ფაცაფუცი, პირის დასავანად წყლების გალღვობა, ყავის ხარშვა, საუზმე, ბარგის ჩალაგება. უკვე კარგად გათენებული იყო როდესაც ცხრავე მგზავრი ზურგჩანთებით მზად იყვნენ გაეგრძელებინათ გზა. ქოხი იკან დარჩა და ისინი სოფლის გზას გაუყვნენ. მალე მათ იქაური შეშისმჭრელები შეხცვდნენ, რომლებსაც დიდი მადლობა გადაუხადეს ქოხის დათმობისთვის.
- საით გაგიწევიათ ახლა?
- ტბებისკენ გვინდა ასვლა - უპასუხა ნიკმა. კაცებმა ერთმანეთს გადახედეს, შემდეგ მგზავრებსაც სკეპტიკურად ახედეს.
- გზა დათოვლილია, არაა გაკვალული. ამ სიცივეში იქ ჩვენი მონადირეებიც ვერ ადიან. ჯობია ისევ იმ გზით წახვიდეთ როგორც მოხვედით, გაიტანჯებით.
ნიკმა მხრები აიჩეჩა და წავიდა წინ. სხვებიც მორჩილად გაყვნენ მეტის მეგზურს.
გზა სულ აღმართ აღმართ ადიოდა ტყეში. თოვლი კოჭებს ზევით ფარავდა მგზავრების ფეხებს. მაგრამ ყველა ცდილობდა არ ჩამორჩენოდა მეტისს.
ტრულა წინა დღისგან განსხვავებით ბევრად ყოჩაღად გრძნობდა თავს, თითქოს ისიც ამ ტყეების შვილი იყო და არც სიცივე აღელვებდა არც თოვლი, ისე მხნედ მიაბიჯებდა. სტუდენტებიც თავს კარგად გრძნობდნენ. სერ ლელ გვალვა კი ადრევე დაიღალა და მისთვის დასალოდებლად დრო და დრო ჩერდებოდნენ.
თეთრად შემოსილი წიწვოვანი ტყიდან უაეცრად გავიდნენ პატარა უღელტეხილზე. ტრულამ მიიხედ მოიხედა, დაინახა ყველა მხრიდან თეთრი მაღალი მთები, ქვემოთ კი ისევ თეთრი ტყე და ჩუმად იკითხა ნუთუ სამოთხეში მოვხვდით?
ცივი ქარი უბერავდა და უსერავდა მგზავრებს სახეებს. ზოგმა შარფები აიფარა კანის დასაცავად... მხოლოდ მეტისს არ აღელვებდა მკავრი ბუნების გამოწვევა. იგი ლაღად იფერთხავდა თოვლს ფეხსაცმელებიდან.
შემდეგ კი დაიწყო დაღმა სვლა. ნიკის ცნობებით ისინი უკვე ახლოს იყვნენ, სულ ცოდა და... გამოჩნდა ქოხები... ღობეები, მთელი სოფელი, მაგრამ მასში სიცოცხლის არავითარი ნაშთი არ იყო. გარშემო მხოლოდ თეთრი მდუმარება ბატონობდა.
დაიწყო ცარიელი ქოხების შესწავლა. გოგოებმა აარჩიეს ერთერთი, სადაც ძველი დაჟანგული ღუმელი იყო დატივებული. კაცებმა სასწრაფოდ ამოქოლეს ცარიელა ფანჯრები, რათა სითბო შეენარჩუნებინა ამ სახლს და წავიდნენ ტბების სანახავად.
თოვლით დაფარული გაყინული ტბები.. სითეთრე... ალაგ ალაგ სიჩუმეს ჩიტების ჭიკჭიკი არღვევდა.
სამხრეთით მთა ტყეებით იყო დაფარული, დასავლეთით ხეობა იყო, რომლის საპირისპირო მხარესაც აღემართა დათოვლილი მთები...
მგზავრები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ ასეთი სილამაზით...
დაბინდდა. ყინვა უფრო და უფრო ძლიერდებოდა. არასასიამოვნო სიურპრისი აღმოჩნდა, რომ უახლოესი წყარო საკმაოდ შორს იყო და წყლის მარაგების შევსება გალმღვარი თოვლით უწევდათ.
დაქანცული მგზავრები მიუსხდნენ ფეჩს და ყოჩაღი იგლის მიერ სახელდახელოდ მომზადებული სადილი მიირთვეს.
ღამეც ისეთივე თეთრი იყო როგორც დღე... ცა ღრუბლემბა დაფარა... თოვლი იქნებაო..
სახლში კი ღუმელი იდგა, ცეცხლი მხიარულად გიზგიზებდა..
საღამოს დროის გასაყვანად დაიწყო საუბრები და თამაშები...
სერ ლელი ძალიან გადაიღალა და მალევე დასაძინებლად დაწვა. თეი კი არ აცლიდა თანამგზავრებს მოეწყინათ და სულ ახალ ახალ თამაშებს სთავაზობდა, რომლებიც ამ თეთრი მდიმარების შუაგულში, ერთ ჭერ ქვეს, ერთი ღუმელის გარშემო შემოკრებილ სხვადასხვა ადამიანებს ასე აახლოვებდა..
თამაშების კულმინაცია იყო, როდესაც მგზავრებს უნდა გულახდილად ეთქვათ თუ რას ფიქრობენ ერთმანეთზე. მიუხედავად ჯორჯის პროტესტისა, ამან არანაერი დაძაბულობა არ გამოიწვია, არამედ ალბათ პირიქით, დაახლოვა მოგზაურები.
უკვე ნაშუაღამევს იყო როდესაც ყველანი დაწვნენ დასაძინებლად...
და გათენდა დილა... თეთრი, თოვლიანი, ნისლიანი...
ისევ ფუსფუსი... ჩალაგება... თოვლის ლღვობა.. საჭმელი უკვე ცოტაღა იყო.. და ამ ნარჩენების შეგროვება სასაუზმოთ.
სერ ლელი და ჯორჰჯო დილიდან წყაროზე წავიდნენ წყლის მოსამარაგებლად.
ბარდნიდა.. ხეობა და მთები ნისლს დაეფარა...
ნიკი დაღონდა... ასეთ პირობებში გზის დიდი არჩევანი აღარ იყო და... უნდა გაყოლოდენ იმას რაც ჯერ კიდევ კარგად ჩანდა, მიუხედავად იმისა რომ იგი გრძელი და დამქანცველი იყო.
მზადების შემდეგ მათ დატოვეს ეს სახლი და გაუდგნენ გზას. ახლად მოსულმა თოვლმა მათი წინა დღის ნაკვალევებიც წაშალა, გზაც ძლივს იკვეთებოდა ყოვლისმომცველ სითეთრეში.
ქარი სახეში უბერავდა და ფიფქებვს აყრიდა მგზავრებს... მალე ისინიც ისე დაიფარნენ თოვლით, რომ თითქმის აღარ გამოიყოფოდნენ თეთრი მინდვრებისგან და ტყისგან..
ტრულას ამ სითეთრემ, ყინვამ და ქარმა ძალები შემატა და იგი ისე გაუდგა გზას რომ ცოტა ხნით ნიკსაც კი გადაასწრო. გზა ამჯერად სულ დაღმართებზე მიიკლაკნებოდა.
მგზავრებს სულ გაუკვალავ თოვლში უწევდათ სვლა. გზა ჯერ ადვილი იყო, შემდეგ კი თოვლის ვიწრო ფენის ქვეშ ყინული იყო... ტრულას ყინულის ძველი ტრავმების გამო ძალზე ეშინოდა და იგი ცდილობდა გზის პირას, გაუკვალაც ღრმა თოვლში ეარა.. სხვებიც არ იყვნენ კარგ დღეში, ხან ვინ გაადენდა ლაწანს ხან ვინ...
გზას კი ბოლო არ უჩანდა.
ნიკი ყველას ამხნებებდა, საცაა მივედითო, ნუღარ ჩერდებითო, ყიჩაღად იარეთო... თვითონ კი... დაუღალავად მიიწევდა სულ წინ და წინ... გზიდან ბურუსით დაფარული ტყეებით დაფარული ფერდობები ჩანდა...
იგელს ფეხები სრულიად დაუსველდა, მაგრამ იგი ყოჩაღად მიიწევდა წინ. მის თანდასწრებით სერ ლელ გვალვამ ხომ ახალი ტბები დაიტანა რუქაზე, და ამის განცა ალბათ უადვილებდა გზას. თეი ხშირად იღლებოდა და დასვენებას ითხოვდა. ანა ნელა მოიწევდა... ყინვა ნიუხედავად აღუწერელი სილამაზისა აშკარად არ იყო ამ მზის სხივივით გოგოს სტიქია. ტრულის ყინვა საერთოდ არ ადარდებდა.. მაგრამ ზურგი სტკიოდა, ზურგჩანთა გაუწყდა და სახელდახელოდ გადაკრა და თან მისთვის საძულველი ყინული... სერ გვალვაც დაღლილი ჩანდა... მხოლოდ ნიკი, ჯორჯი და ალექსანდრე მიიწევდნენ წინ და ისევე ენერგიულად გამოიყურებოდნენ, როგორც დილით, ქოხის დატოვებისას...
გზა სერპანტინივით იხვეოდა.. ბოლო არ ჩანდა.. ტრულას მხრები და კისერი გაუსაძლისად სტკიოდა, როდესაც ნიკმა მათ ახარა - გამოჩნდა მათი საბოლოო დანიშნულების სოფელიც, საიდანაც ისინი ადვილად შეძლებდნენ ცივილიზებული სამყაროსთვის დაბრუნებას. თუმცა სავლელი კიდევ იყო... როგორც იქნა თოვლის ქვეშ მკვრივი გრუნტი გამოჩნდა და ტრულამ აუჩქარა ნაბიჯს.
აი გამოჩნდა პირველი თავლა, პირველი სახლიც და მოსახლეებიც. თეთრ თოვლში ჩაფლულ სოფელში ბავშვების ჟრიამული ისმოდა... დასრულდა თეთრი მდუმარებაც...
Comments
Post a Comment