Posts

Showing posts from December, 2008

თეთრი მდუმარება

Image
გზა თოვლმა დაფარა... მიუხედავად მომღომარი თბილი მზისა, ყინვა არ ტოვებდა შეპყრობილ მიწას და ტყეები თეთრ ნაბადში გაეხვნენ. დეკემბრის სუსხიანი შუა დღე იყო და დათოვლილ გზაზე ცხრა მგზავრი მიაბიჯებდა. სერ ლელ გვალვა - გეოგრაფიული საზოგადოების თავმჯდომარე, რომელიც აქ კონკრეტული მიზნისთვის ჩამოვიდა. საქმე ისაა, რომ ადგილობრივებისგან თეთრებს უკვე მისვლიათ ხმები, მთებში გადაკარგული ტბების შესახებ და სერ ლელისთვის, რა თქმა უნდა საინტერესო იყო მათი აღმოჩენა, საკუთარი თვალით ნახვა და რუქაზე დატანება. ჯორჯ პავნი - სერ ლელის ძველი მეგობარი და ერთგული თანაშემწე, ექსპედიციებში გვალვას განუყრელი თანამგზავრიც რა თქმა უნდა მასთან იყო. თეი, იგელი და ლაშა - სტუდენტები გეოგრაფები, რომლებიც დიდ პატივად მიიჩნევდნენ სახელგანთმულ სერ ლელთან ერთად ექსპედიციაში წასვლას. ტრულა - უბრალოდ თავგადასავლების მაძიებელი, მან არაფერი იცოდა ამ ტბების შესახებ, მაგრამ, ყური რომ მოკრა თავისი მეტისი მეგობრისგან, ნიკისგან, რომ იგი ასეთი ექსპედიციის გზამკვლევი იქნება, სთხოვა რომ ისიც წაეყვანათ და ნიკი რაღა თქმა უნდა დათანხმდა. ალე...