ხევსურეთი

მოკლედ სქ-სთან შევიკრიბეთ, 8ზე უნდა დაგვეტოვებინა ქალაქი, მაგრამ როგორც ყოვეკლთვის დავაგვიანეთ და 3 მინიბუსით შემდგარი კოლონა 8:20-ზე დაიძრა.
გზა მშვიდად გავიარეთ, ხევსურეთამდეც ავედით, კორშაში გავაჩერეთ იქაური მუზეუმის სანახავად. მუზეუმი პატარა მაგრამ ლამაზი და საინტერესო იყო. იქ ძირითადად ოჯახებში შეგროვილი ძველი საყოფაცხოვრებლო ნივთები, მუსიკალური ინსტრუმენტები და ტანისამოსი იყო. ასევე წარმოდგენილი იყო არქეოლოგიური მასალა და იარაღი.

კორშის შემდეგ სულ 2-3 მცირე სოფელი და უღელტეხილი გვქონდა წინ. დასახლებები უკან რომ დავტოვეთ, დათვიჯვარის გზაზე ეულად მომავალი ადამიანი დავინახეთ. მე და გოგამ ვიფიქრეთ რომ არ შეიძლება ჩაუარო ასე ადამიანს, ასეთ უკაცრიელ ადგილას ისე რომ არ შესთავაზო წაყვანა. ჩვენ კი ვყვიროდით გააჩერე თქო, მარა კავკასიკას პლუსი უფრო ხმამაღლა ყვიროპდა არ გააჩეროო, და ზვიადმა (მძღოლმა) არ გააჩერა.

ამან ჩემსა და გიორგის შორის პირველი კონფლიქტი გამოიწვია. ასეთ უაზრო გულგრილობას ვერ ვიტან, თან ცხოვრებამ გვიჩვენა რომ მე და გოგა ვიყავით მართლები. მადლობა ღმერთს მესამე მინიბუსში გიორგის ნაერი გულგრილი და არაკაცთმოყვარე ხალხი არ აღმოჩნდა (ან ხმა არ ამოაღებინეს) და ეულად მომავალი იქ ჩასვეს. ეს კაცი, როგორც უღელტეხილზე გაირკვა აღმოჩნდა ახალი ზელანდიიდან ტურისტი. ძალიან მოსწონს საქართველო, ლამის მთელი ქვეყანა შემოიარა. ყველანაერად დადებითი და საყვარელი პიროვნება აღმოჩნდა, რომ ელმაც შემდეგ გასაჭირის ჟამს დახმარება გაგვიწია და ძალიან ივაჟკაცა ამიტომაც მივიჩნევ რომ მართაქლი ვიყავი, რადგან ასეთ ხალხს არ შეიძლება გულგრილად ჩაუარო.



დათვიჯვარზე ქარი იყო, არ ციოდა. ულამაზესი ლურჯი ყვავილები ვნახეთ. ავძვერით, გზა დავილოცეთ, ამ მთებში დაღუპულთა მოსაგონარიც დავლიეთ და პირიქითა ხევსურეთში გადავედით.


პირიქითა ხევსურეთი მთების აბიბინებული მწვანე კალთებით შეგვხვდა. თუ შემოდგომაზე ყვითელი კალთები და ალაგ ალაგ კლდეები ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს კლდეებს ვიღაცამ უზარმარაზი ნოხი გადააფარა რომელიც სიძველისგან გაყვითლდა და ჩრჩილმა ალაგ ალაგ ამოჭამა, ახლა სულ სხვანაერად იყო, ღია მწვანე შიგადაშიგ ხასხასა ფერებით იცვლებოდა, ხოლო ხევებში კიდევ თოვლის თეთრი ლაქები იყო. რუები თეთრად სერავდნენ კალთებს.. სიმაღლეები კი უფრო მუქი მწვანე მოხაკისფრო იყო, რაც კიდევ უფრო მაღლა ნაცრისფერი (სალი კლდეები) ან თეთრი ხდებოდა.

დავიწყეთ დაშვება, არღუნი გამოჩნდა, აქაფებული, ვიწყო, გიჟივით მიიჩქარის ჩეჩნეთისკენ.

მალე პირველი ნასოფლარი გამოჩნდა, ულამაზესი ხევსურული კოშკით, რომელიც ქისტის აშენებული ყოფილა 50 ძროხის საფასურად. ამ ადგილს რა ჰქვია დამავიწყდა.

მეორე ნასოფლარი გორაზე იყო. ვეღარ ავედით დროის უკმარისობის გამო.

შემდეგ ჩანჩქერები ვნახეთ, რომლებიც გზაზე ეხეთქებოდნენ, და წვიმის კედელი, რომელშიც დავსველდით. აქედანმ მე და გოგამ ზვავამდე ფეხით გავიარეთ მანძილი. შატილიდან 10 კმ-ში (დაახ.) ზვავი იყო ჩამოწოლილი. თეთრი აღარ იყო,რადგან ყონულზე ყვების ხშირი ფენა გაჩნდა. გზა სახელდახელოთ იყო გაწმენდილი, მარა მაინც ყინულის ფენის ქვეშ იყო, რაც ჩვენს 1 ხიდიან მერსედესებს უნდა გადმოელახათ.
გზის გასწვრივ ორივე მხარეს 2 მეტრიანი ყინულის კედლები იყო. არღუნმა გზა თვითონ გაიწმინდა და წინული მდინარეზე თაღოვანი ხიდივით გადადიოდა. ამ ადგილას მდინარეში სწრაფი ღელე ეშვება, ამ ღელემაც ისეთი თაქღოვანი არხი გაიყვანა, საუკეთესო ინჟინრებს შეშურდებოდათ დედა ბუნების.
მერსედესებმა ზვავი მშვიდობით ჩაიარეს და ჩვენს გზა მანქანაში განვაგრძეთ.

შატილამდე საინტერესო არაფერი იყო. შატილი საკმაოდ სწრაფი ტემოპით შემოვიარეთ, კიდევ კარგი შარშან საგულდაგულოთ დავათვალიერე თორე დანაკლისის გრძნობა მექნებოდა, ასე შემორბენით ნახვა არ მიყვარს.


სკოლას წიგნები გადავეცით შევისვენეთ და წავედით მუცოსკენ.
მუცომდე 3 კმ არ მისული დავბანაკდით დაიაურების უჯახის სახლთან (თუმცა იმ ხეობაში ყველა დაიაურია).
19 კარავი გაიშალა, დაიწყო სუფრის გაშლა.

სუფრის შემდეგ სიგარეტის სასტიკი ნაკლებობა შეინიშნა (ვის არ მოაქვს თავისი სამყოფი??) რათა გადამერჩინა ჩემი მარაგები გაძარცვას, სიგარეტიან გერმანელთან ერთად (კავკასიკას პლუსი) ჩავედით მდინარესთან სადაც რამდენიმე საათის მანძილზე განვიხილეთ მსოფლიოს გეოპოლიტიკა, ახალ ზელანდიელთა ხევსურეთში შეხვედრის ალბათობა, გერმანული კულტურა, ლიტერატურა, პირველი და მეორე მსოფლიო ომები, აღმოვაჩინეთ რომ ჩვენი ბაბუები ერთიდაიგივე მონაკვეთზე იბრძოდნენ (სხვადასხვა მხარეს) და ვიცინჰჯეთ იმაზე რომ შვილიშვილები ასე მშვიდად ვსხედვართ მდინარის პირას ვიმსჯელეთ ფილოსოფიაზე, სოცუიოლოგიაზე იდეოლოგიებზე და ბოლოს დაძინება გადავწყვიტეთ.
მე მოვიხიბლე ვარლსკვავებით მოჭედილი ცით და ღია ცის ქვეშ მინდოდა ძილი. ჩემი ნივთები მდინარესთან ჩავიტანე, თან იქ მდინარე მოქეიფეთა ხმასაც ახშობდა, მაგრამ გავიყინე და მალევე კარავში დავბრუნდი, სადაც ჩემთან ერთად ჯაბა ფიცხელაურის ჩინეთოლოგი პლიუსი და კიდევ ვიღაც ქალბატონი იყო (სახელი არ ვიცი). ვიმსჯელეთ და ვივარჯიშეთ ჩინურ ფონეტიკაში და ბოლოს დავიძინეთ.

ღრმა ძილში ვიყავი როდესაც უფოს ღრიალმა გამაღვიძა. ჩემი კიდურების პრობლემების გამო გადავწყვიტე არდოტში არ წასვლა და მუცოს შემოვლა, ამიტომ არსად არ მეჩქარებოდა, მაგრამ მოღრიალე და ტვინის ბურღმა უფომ (რომელიც თურმე მთვრალი იყო, მთელი ღამე სვავდა).
მოკლედ დილა საკმაოდ ცუდი იყო... ასე საზიზღრად გატეხილი ძილი, ძალიან დაღლილი ავდექი..


არდოტში წასასვლელები წავიდნენ და მე, ბექა, მონადირე, და მისი ძმა მუცოსკენ დავიძეროთ. ნელნელა მივდიოდით ხედებით ვტკბებოდით. მისულებს, მუცოს ძირში გერმანელი მარინოსი (მგონი სწორად დავწერე მისი სახელი) დაგვხვდა. გამიხარდა. ამ ადამიანის მიმართაც ღამის საუბრის შემდეგ დიდი სიმპატიით განვეწყვე.

ავედით. მე და ბექა ჩამოვრჩით, ნელნელა ავდიოდით, ვათვალიერებდით იქაურობას და აღფრთოვანებას ვერ ვმალავდით. თან ბექამ მითხრა რომ კლდეებზე და ქვებზე პატარა მცენარე კლდევაშლა ყოფილა და იჭმევა, ამ უჩვეულო ”ხილით” გავისველეთ პირი...
სალოცავთან ავედით, სადაც წინ წასულები ისვენებდნენ. მოხდა ხანმოკლე განხილვა ჩემი იქ ჯდომის ლეგალურობის შესახებ. ბექამ როგორც ჯგუფში ერთადერთმა ხევსურმა, უფლება მომცა დავრჩენილიყავი და ამით საკითხი დაიხურა.
წავიხემსეთ, ღვინო დავლიეთ.. გამაძრებს და უძილოებს მალევე ჩაგვეძინა... აქხლო მახლო არავინ ღრიალებდა და სრული სიმშვიდე იყო. ასე საათნახევარი გვეძინა, თან ყველას ძალიან ტკბილად...

მუცოზე რომ გაგვეღვიძა (თან ყველასს ერთად) ღრუბლები აქღარ იყო და მზის გულზე ვიწექით, სახეებიც დაგვეწვა.
გამოვფხიზლდით და დაშვება დავიწყეთ. ქვემოთ ჩამოსულებს არდოტიდან მომავლები შეგვხვდნენ, ახლა ისინი აპირებდნენ მუცოს დაპყრობას. ჩვენ დასვენებული, გამოძინებულნი ვიყავით სხვები კი დაღლილები, ოფლიანები.
მე და ზელანდიელი ტომი ბანაკში დავბრუნდით, გზად ძილისგუდები შეგვხვდნენ ვინც მუცოსკენ მიდიოდნენ.


ყავა დავლიეთ, ტომმა მდინარეში იბანავა, წყლები ავასეთ, კოცონი ჩავაქრეთ, ისევ ჭამას შევუდექით და მუცოდან ხალხმა მოსვლა დაიწყო.
მე განვიძრახე, სანამ ყველა მოვიდა და დაიძრა, წინ წავსულიყავი და ხედებით დავმტბარიყავი.
ასე ვიარე ნახევარი საათი ალბათ, კაცი შვილი არ შემხვედრია, ანატორამდე არ მისულს წამომეწია მინიბუსი.
შატილში ცოტა ხნით დავყოვნდით, გზა განვაგრძეთ და ზვავს მივადექით.

ზვავს რომ მივუახლოვდით, დავინახეთ რომ წინ წასული თეთრი მინიბუსი გაჭედილია. გადმოვსხედით და მათ დასახმარებლად წავედით ყველა ერთის გარდა. ამ ერთს არ დავასახელებ, იქ მყოფებმა იციან ვიზეცაა საუბარი. მან არჩია არყის სმა იქამდე, სანამ მინიბუსებს ფრთები არ გაეზრდებათ, ან ზვავი არ დადნება.

ზვავის ზოლში შევედით და ბიჭები მიაწვნენ გაჩხერილ მინიბუსს, ბევრი წვალების შემდეგ როგორც იქნა გადავაგორეთ და ჩატეხილი ყინული ქვებით ამოვავსეთ.
შემდეგ ჩვენი გადასვლის დროც დადგა... ზვიადიმ გოგოებს უკან დაჯდომა გვთხოვა, სიმძიმისთვის. ნუსა, მე, ნაია, მირანდა და მთაშენკა დავსხედით და ერთმანეთს ჩავეხუტეთ, მთა ლოცულობდა..
პირველი დაბრკოლება გავიარეთ, ხოლო მეორეზე ბარისახოდან ჩამოსული ოაზიკი დაგვეხმარა.
დამშვიდებულები გავედით ზვავიდან, ხიდზე ჩამოვსხედით და არღუნის სწრაფი დინებით ვტკვბებოდით მესამე მანქანის მოლოდინში.
გავიდა ნახევარი საათი, მაგრამ მესამე არ გამოჩნდა. გვეგონა ბუქსირი გამოიყვანდა, მაგრამ.... შემდეგ შეგვძახეს ბიჭები დასახმარებლად მიდითო. ყველა წავიდა 2-3 სამარცხვინოს გარდა. ჯნოსი და ლამა დაიღალნენ, ამოსვრილები იყვნენ და ძლივს დაიბანეს, ამიტომ ისინიც ისვენებდნენ (არასამარცხვინოდ).
გავიდა დრო... მაგრამ არავინ არ გამოვიდა...
გადავწყვიტე წავსულიყავი მენახა რა ხდებოდა. ყინული ისე ჩატყდა რომ ერთი ბორბალი ჩავარდა, მეორეს ქვეშაც ორმო იყო. კავკასიკა გმირულად დომკრატით ცდილობდა აეწია მანქანა. ბოლობოლო საერთო ცდების შედეგად ძლივს უკანა სვლით ამოვიდა ორმოდან.
ჩვენც ქვებით ამოვავსეთ ორმო და მეორე ცდით მანქანა გავიდა. ამასობაში წვიმაც წამოვიდა... სველები, ტალახიანები, დაღლილები, მაგრამ ბედნიერები, რადგან გამოვაღწიეთ ზვავიდან, წამოვედით.
თავი განსაკუთრებით გამოიჩინა კავკასიკამ, ბაბუამ, ზელანდიელმა თომმა, და სხვა ბიჭებმაც ბევრი ქნესწ (გამონაკლისებიც იყვნენ, ვინც განზე გადგა, ზოგი სვავდა არაყს ზოგი კი სუსტ ჯანმრთელობას იმიზეზებდა, ზოგი კი ისე იქცეოდა ვითომ არაფერი..)

მეტი გზაზე ღირსშესანიშნავი არაფერი იყო.
კორშაში ლამაზი ლეკვი ვნახეთ, ხოლო მაღაროს კარში თომმა და ზმებმა ფირცხელაურებმა მაორების საბრძოლო ცეკვა შეასრულეს.
ყველაზე გვიან დავბრუნდით და სხვებს რიგიანად ვერ დავემშვიდობე, რის გამოც გული მწყდება.

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия