Posts

Showing posts from July, 2008

ხევსურეთი

Image
მოკლედ სქ-სთან შევიკრიბეთ, 8ზე უნდა დაგვეტოვებინა ქალაქი, მაგრამ როგორც ყოვეკლთვის დავაგვიანეთ და 3 მინიბუსით შემდგარი კოლონა 8:20-ზე დაიძრა. გზა მშვიდად გავიარეთ, ხევსურეთამდეც ავედით, კორშაში გავაჩერეთ იქაური მუზეუმის სანახავად. მუზეუმი პატარა მაგრამ ლამაზი და საინტერესო იყო. იქ ძირითადად ოჯახებში შეგროვილი ძველი საყოფაცხოვრებლო ნივთები, მუსიკალური ინსტრუმენტები და ტანისამოსი იყო. ასევე წარმოდგენილი იყო არქეოლოგიური მასალა და იარაღი. კორშის შემდეგ სულ 2-3 მცირე სოფელი და უღელტეხილი გვქონდა წინ. დასახლებები უკან რომ დავტოვეთ, დათვიჯვარის გზაზე ეულად მომავალი ადამიანი დავინახეთ. მე და გოგამ ვიფიქრეთ რომ არ შეიძლება ჩაუარო ასე ადამიანს, ასეთ უკაცრიელ ადგილას ისე რომ არ შესთავაზო წაყვანა. ჩვენ კი ვყვიროდით გააჩერე თქო, მარა კავკასიკას პლუსი უფრო ხმამაღლა ყვიროპდა არ გააჩეროო, და ზვიადმა (მძღოლმა) არ გააჩერა. ამან ჩემსა და გიორგის შორის პირველი კონფლიქტი გამოიწვია. ასეთ უაზრო გულგრილობას ვერ ვიტან, თან ცხოვრებამ გვიჩვენა რომ მე და გოგა ვიყავით მართლები. მადლობა ღმერთს მესამე მინიბუსშ...