განთიადი იყო, როდესაც სატახტო ქალაქის თბილისის ორთაჭალის ქარვასთან ცხენიდან ჩამოჯდა დონა ტრულა. იგი შორეული ქვეყნიდან იბერიაში ჩამოსული მოგზაური იყო. მას წინა დღით მისმა მეგობარმა, დონ ნიკოლა დე ვახანმა უთხრა, რომ იბერიის ტყეებში არის საიდუმლო მონასტერი, მის შესახებ ძალიან ცოტამ იცის, და მისი ბერები უკვე ათას წელზე მეტია ინახავენ გრაალის თასის საიდუმლოებას. დონ ნიკოლა დე ვახანის ეს მონათხრობი კიდევ ერთმა ადამიანმა გაიგო, დონ არჩილ დე დაკოტელმა, და მანაც ისურვა გრაალის საიდულოს გაგება. სწორედ ამან მოიყვანა გამთენიისას დონა ტრულა ქარვასლასთან. მზე ამოდიოდა, როდესაც მამაკაცებიც გამოჩდნენ და სამივე დაიძრა წალკის მიმართულებით მიმავალ საფოსტო კარეტის საძებნელად. კარეტა უბადრუკი იყო, მითი მხოლოდ მონები და გლეხები გადაჰყავდათ. მგზავრები ჩასხდნენ, კუჩერმა შესძახა "ჰოე!" და გაემგზავრნენ დამტვერილ გზაზე. გრძელი გზა გაიარეს, კარეტაში მარნეულელი გლეხები ჩასხდნენ, გაცდნენ თეთრ წყაროს და სოფელ დომანისის გადასახვევს მიუახლოვდნენ. დონ ნიკოლას წინა მოგზაურობისას მომაკვდავი ბერი გადაეყარა გზაზე...