Patan, Lalitpur Durbar square - 4 პატანი - ლალიტპური დურბარი

პაგოდიდან მოედნის ხედი. მომშივდა და სახურავზე კაფეში ავედი საჭმელად, საიდანაც შესანიშნავი ხედი იყო. ასე რომ სანამ მომოებს და ჩინურ ბამბუკის სალათას გეახლებოდით, ამ ხედებს ვუყურებდი.
სასახლე



ფანტანი მოქმედებაში. წყლის რიგი.
სუვენირები

ქუჩები ძველ პატანში
ხედი რესტორანიდან. კარგია არა თან სადილი თან ამის ყურება?


კატმანდუში ფეხით წავედი, გზად ასეთ საცობში გავიჭედე. არც ისე მარტივი იყო ამ ქუჩის გავლა. კატმანდუმდე დიდი მანძილი იყო. ძველ ქალაქს რომ გავცდი ფართო გამზირზე გავედი, რომელიც ხიდისკენ მიდიოდა. გამზირი საზიზღარი იყო, დედანატირები ტროტუარები, მტვერი,.. ბენზინგასამართ სადგურზე კი მოტოციკლეტისტების უზარმაზარი რიგი იყო. შენდეგ გავარკვიე რომ სახელმწიფო მონაწილეობს ბენზინის ყიდვაში, ანუ სადგურები კერძო კი არის მაგრამ ყიდვა მარტო სახელმწიფოსგან შეუძლია, სახელმწიფო კი ფულს ღინავს, აქედან ბენზინის დეფიციტი და რიგები.
კატმანდუში კიდე გადავეყარე 90-ანების ნავთლუხის ბაზრობას. ტამელზე ძალიან დაღლილი მივედი...

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия