5 ოქტომბერი, კოპანის მონასტერი

 როგორც წინა პოსტში მოვყევი, ვიყიდე რვეული და დავიწყე წერა. რადგან დილით საუბარი არ შეიძლებოდა, წერისთვის საკმარისი დრო იყო. ვაგრძელებ რვეულში ჩანაწერებით.

გუშინ პირველი საღამო იყო. ყველაზე ძნელი მედიტაციაა, ჯდომა მტკივნეულია, ფეხები და წელი მტკივა, კონცენტრაციას ვერ ვახერხებ. აქ 150-ზე მეტი ადამიანი ვართ, კანადიდან ავსტრალიამდე, ფილიპინებიდან, იორდანიიდან, ჩეხეთიდან, ბულგარეთიდან, ჰოლანდიიდან და ალბათ ევროპაში ქვეყანა არაა, რომ იქედან ვინმე არ იყოს, მათ შორის ფინეთიდანაც. ცხელა. ლანჩის მერე საათნახევარი თავისუფალი დრო გვაქვს და ფოტოებზე გამოვიყენებ. ასაკოვანი ბერების გარდა ბავშვებიც არიან მონასტერში. გარეგნობით მე ირანელი ვგონივარ ზოგს.



 ანალიტიკური მედიტაცია - სწავლების გაანალიზებას ემსახურება, რადგან ანალიზის გარეშე სწავლებას აზრი არ აქვს.

ერთმანეთთან ურთიერთობისთვის დრო მხოლოდ სადილის შემდეგ ვახშმის ბოლომდე არის, რაც სავსებით საკმარისია. დანარჩენი დროის მანძილზე სიჩუმე უნდა დავიცვათ, კითხვა და მედიტაცია. თავიდან მძიმე მეგონა ეს, მაგრამ პირიქით, ძალიან კარგია. ყველანი ერთმანეთს ვუღიმით.

შეგრძნება მაქვს რომ მაჰაიანასა და ქრისტიანობას შორის მეტია საერთო ვიდრე ზედაპირულად ჩანს. მსგავსება ძირითადად სწავლების ეთიკურ მხარეში გამოიხატება. მაჰაიანას თანახმად იესო ქრისტეც ბოდჰისავატა არის, ვინც სიცოცხლე ადამიანების დასახსნელად გასწირა. ბოდჰისავატები აღწევენ განათლებას, თუმცა არ ტოვებენ სამყაროდ თანაგრძნობის გამო.


Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия