უკანასკნელი საათები გრანადაში
ტურისტული სავალდებულო მინიმუმის შესრულების შემდეგ, ისევ ალბაისინში ავედი, თან ამინდი მზიანი იყო და წმ. ნიკოლოზის გადასახედიდან ხედებიც გუშინდელზე უკეთესი უნდა ყოფილიყო. ციოდა... სევილიის ავტობუსი საღამოს 9 საათზე გადიოდა, მანამდე კი დრო უნდა მომეკლა. ესეც ხედი სან ნიკოლასიდან.. დღეს აქ ტურისტებიც მეტნი იყვნენ... ზოგი ჩრდილო ევროპიდან, ზოგი აღმოსავლეთ აზიიდან... მე ჩემი გარეგნობიდან გამომდინარე არ გამოვირჩევი ესპანელებისგან, და ალბათ სხვა ქალაქედან ჩამოსულს მამსგავსებდნენ. ანდალუსიური პატიოები... მილიონერი რომ ვიყო ასეთ სახლში ვიცხოვრებდი