ბოდჰნათჰის სტუპა

 ძნელი სათქმელია არის ბოდჰნათჰი კატმანდუს გარეუბანი თუ ქალაქი თანამგზავრი... ლალიტპურის მსგავსად რთული სათქმელია სად იწყება ბოდჰნათჰი და მთავრდება კატმანდუ. თუმცა ერთი დიდი განსხვავება კი არის, ეს უბანი ბუდისტურია. ბოდჰნათჰის ცენტრი არის უზარმაზარი სტუპა, მსოფლიოში ეს უდიდესი ბუდისტური სტუპაა და მისი სიმაღლე 36 მეტრია. სტუპია გარშემო შენობები წრეს ქმნიან. ჩინეთის მიერ ტიბეტის ოკუპაციის შემდეგ კატმანდუს ეს უბანი იქცა ტიბეტელების უბნად, სადაც ბევრი ლტოლვილი დასახლდა.



 როგორც ყველგან, აქაც პირველ სართულებზე მაღაზიებია, შუა სართულებზე სასტუმროები და სახურავებზე კაფეები. დაშანის გამო ბევრი მაღაზია არ მუშაობდა. ბუდისტები დაშანს არ აღნიშნავენ, თუმცა ისვენებენ როგორც ჩანს. ვიღაცამ თქვა რომ ბუდისტები ამ დღეებში იმპერატორ აშოკას გაბუდისტებას აღნიშნავენ. ტიბეტელები სხედან ელოდებიან კლიენტებს.
 მორწმუნეები სტუპის გარშემო საათის ისრის მიმართულებით მოძრაობენ და სალოცავ ბარაბანებს ატრიალებენ...



 ზოგან პატარა ქანდაკებებია
 ისე კატმანდუში ეს ერთ-ერთი ყველაზე სუფთა და მოწესრიგებული ადგილია... არ ვიცი ტიბეტელები არიან უფრო მოწესრიგებულები თუ რატომ...
 მონასტერი

 ქალები გრძელი კაბებით და ზოლიანი წინსაფრებით ტიბეტელები არიან. ზოლიანი წინსაფრები ტიბეტელთა ტრადიციული სამოსია.

 მორწმუნე მოხუცი ქალი ლოცულობს...
ბუდა...

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия