6 ოქტომბერი, კოპანის მონასტერი

გავიღვიძე მონასტრის ზარამდე. გუშინ გეშეს სწავლებამდე კარინმა აგვიხსნა ტიბეტური ეტიკეტი, მასწავლებელს ფეხზე ამდგარი უნდა დავხვდეთ. როდესაც შემდეგ კატინსაც ფეხზე ამდგარი დავხვდით უეჭველი ესიამოვნა.
კარინის სწავლება საინტერესოა. გეშესგან მეტს ველოდი. შეიძლება ენის პრობლემაა, ინგლისური ხომ არაა ჩვენი მშობლიური ენა, არც ჩემი, არც მასწავლებლების, ბუდიზმი და დჰარმა კი რთულია. რთულია ამ ყველაფრის გონებაში სწორად თარგმნა, გაგება... ინგლისურ ენოვნები უკეთეს დღეში არიან. ახლა დილის ყავა და მედიტაციაა.




დილის მედიტაცია არ იყო კარგი. დავიწყე ნორმალურად, მაგრამ მერე ძილი მომერია და ბოლო ნახევარი საათი ძილს ვებრძვოდი. სხვა რამეზე კონცენტრაცია არ შემეძლო. აქ ძალიან ბევრი ბავშვია. ყველაზე პატარები 5 - 6 წლისები იქნებიან. ბერების მანტრები მესმის.

დისკუსია რეინკარნაციაზე გვქონდა. საინტერესო გამოვიდა, ვის როგორ ესმის ეს თემა. რეინკარნაცია არის ენერგეტიკის, გონების გადაცემა სხვა პიროვნებისთვის. როგორც შვილი გენეტიკური გაგრძელებაა, ასევეა რეინკარნაცია, სულიერი ენერგიის(?) გაგრძელება...
ამდენ ხალხში ერთი მუსულმანია, იორდანიიდან, თან მორწმუნე. მედიტაციის სასწავლად ჩამოვიდა. მორწმუნე და გონებაგახსნილი მუსულმანი (თუნდაც ქრისტიანი) იშვიათად თუ შეგხვდება. იორდანელს ვუთხარი, რომ მისი რელიგია არ მომწონს, მაგრამ მის შეხედულებებს პატივს ვცემ.  ამდენი უცნაური ადამიანი შეიკრიბა, ყველა რაღაცნაირად უნიკალურია. გეშეს სწავლება არც ისე საინტერესო იყო, თუმცა კითხვები გამიჩნდა.
წინ კიდე მედიტაციები გვაქვს. ყველაზე რთული და მნიშვნელოვანია ჩემთვის. 
გომპაში ყოველთვის ერთი დიდი კატა ზის. მგონი დჰარმას სწავლობს :)
შესაძლოა თუ არა მედიტაციის მეშვეობით აღადგინო დავიწყებული მოგონებები, როგორც ჰიპნოზისას? კი.
ნაგარკოტში გაცნობილი ავსტრიელის სიტყვები მახსენდება - მნიშვნელობა აქვს ხალხს.

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия