დილა ნაგარკოტში - Morning in Nagarkot

 ასეთი დილა რომ გაგითენდება ბედნიერი როგორ არ უნდა იყო? კატმანდუს ქვაბული სილამაზით მთიან აჭარას შეედრება, შორს კი ჰიმალაები ჩანს კარგ ამინდში. მე და იურგენი წამოვედით უკან, მოგვშივდა და მოჰანის საუზმე ახლა ძალიან გვინდოდა. გზიდან ულამაზესი ხედები იშლებოდა.





 კიდევ ერთ გადმოსახედზე ცოტა ხალხი იყო. უმეტესად ადგილობრივები. აქ ახალგაზრდა წყვილი გავიცანით. ამ დღეს ნეპალში დაშანის დღესასწაული დაიწყო - ინდუისტებისთვის წმინდა დღე იყო და თხებს წირავდნენ მმსხერპლად. ჩვენი ნაცნობები ბუდისტები იყვნენ, ამიტომ ამაში მონაწილეობას არ იღებდნენ. მათ როგორც გვითხრეს ტურისტული ფერმა ჰქონდათ, ეტყობა შეძლებული ხალხი იყო. მოგზაურობა უყვარდათ. ევროპაშიც არაერთხელ იყვნენ და ნეპალში და ინდოეთის მთებშიც დადიოდნენ. ეტყობა ბიზნესი კარგად მიდიოდა, მაგრამ უფრო მეტის ამბიციები არ ჰქონდათ და იყვნენ ბედნიერები. ჩვენზე ამ ხალხის ცხოვრებისადმი დამოკიდებულებამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. იურგენი დაპატიჟეს კიდევაც თავისთან, რადგან ის ნაგარკოტში მეტ ხანს რჩებოდა.

 აი ეს ბედნიერი ხალხი. მათ შვილს კი მანქანაში ეძინა. კაი ხანი ვისაუბრეთ ცხოვრებაზე და მერე წავედით საჭმელად.

 საუზმის მერე ჩემი წასვლის დროც მოვიდა. ავტობუსი ცენტრში უნდა დამეჭირა.

ესეც ნაგარკოტიც ცენტრი. იურგენს დავემშვიდობე და გზას გავუდექი.

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия