პაშუპატინათი, პოსტი პირველი

პაშუპატინათი დიდი სატაძრო კომპლექსია, ნეპალში უდიდესია და ინდუისტებისთვის ნეპალში ყველაზე წმინდა ადგილი. კომპლექსი გაშენებულია მდინარე ბაგმატის ნაპირებზე. ბაგმატი ინდუისტებისთვის წმინდა მდინარე განგის შენაკადია, და მგონი სისუფთავეშიც  გაუწევდა კონკურენციას, თუმცა არა ზომაში.
კომპლექსი შივასადმია მიძღვნილი. ცენტრალურ ტაძარში არაინდუისტებისთვის შესვლა არ შეიძლება, მაგრამ ტერიტორიაზე ბილეთის ყიდვის შემდეგ ინბოდიალე რამდენიც გინდა. ბილეთი ტურისტებისთვის 1000 რუპი ღირს. ყველაზე დიდი საფრთხე აქაც "გიდები" არიან.
შევდივარ და ბილეთს ვყიდულობ. ტაძართან ბევრი ხალხია, ძირითადად აქაურები. რამდენიმე ტურისტული ჯგუფიც იყო...



მორცხვი მაიმუნი
რაღაც სასახლეაო...



რადგან წინ ვერ მივდიოდი სარწმუნოებისა თუ კანის ფერის გამო, წავედი ზემოდან მენახა რა ხდება.

წყაროები
ეჭვი მაქვს ამ თხებს დიდხანს სიცოცხლე არ უწერიათ

კრიშნა
არ ვიცი რომელი ღმერთია...

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия