კოლუმბის მემორიალი, პარკი, ველოსიპედები, ელ სიდი და კარმენი. სევილია - დღე 2

 გათენდა დილა და დაიწყო ახალი დღე. დღევანდელ დღეს უნდა მენახა ცნობილი ესპანეთის მოედანი. მისკენ გზა კი გრძელი პარკის გავლით მიდიოდა, რომელიც ძველი ქალაქიდან სამხრეთით იწყებოდა. გზად კიდევ უნდა მენახა სევილიის უნივერსიტეტი, სადაც ადრე თამბაქოს ქარხანა იყო, და ამ ქარხანაში მუშაობდაო კარმენიო :)
ტრადიციულ ბარში ტრადიციული ესპანური საუზმის შემდეგ გავუდექი გზას. მივედი პარკამდე, პარკში კი რა თქმა უნდა კოლუმბის მემორიალი ვნახე. განათების გამო ცუდი ფოტოა. დაბლა როგორც ხედავთ კოლუმბის პროფილია. გემს ცალ მხარეს იზაბელა აწერია, მეორე მხარეს ფერდინანდი. ზემოთ ცალ მხარეს წერია CRISTOBAL COLON მეორე მხარეს 1492.




 აი ასე.
 ტიპიური ანდალუსია.
 ეს კი გეცნობათ რა არის? ველოზე რომ შემძლებოდა სიარული, ვიქირავებდი და ვივლიდი. ამდენი ფეხით სიარული არ მომიწევდა. ბათუმში ეს იდეა მგონი სევილიიდან  გადმოიღეს. ისე კი მხოლოდ ამ ქალაქში ვნახე მკაფიოდ გამოყოფილი საველოსიპედო ხაზები ქუჩებში და ველოსიპედისტებიც ბლომად იყვნენ. ვაკე ქალაქია და მოხერხებულია.
 ესეც უნივერსიტეტი, ადრე კი თამბაქოს ქარხანა.
 ელ სიდის ძეგლი. ეს გამზირიც მისი სახელობისაა.


არ მახსოვს ვისი ძეგლია, მარა ესპანეთი ძეგლების ნაკლებობას აშკარად არ უჩივის.

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия