Posts

სევილიის საკათედრო ტაძარში შესვლამდე

Image
 პატარა ქუჩიდან უცებ დიდ მოედანზე ავღმოვჩნდი, ჩემს წინ ხირალდა და საკათედრო ტაძარი წარმოსდგნენ. ხირალდა მავრების დროიდან შემორჩენილი ძეგლია, ადრე იგი მინარეთი იყო. მეჩეთი აღარაა, მის ადგილზე საკათედრო ტაძარია. მეჩეთიდან ხირალდას გარდა მხოლოდ ფორთოხლის პატიოა შემორჩენილი. ყოფილ მინარეთზე კი ახლა სამრეკლოა... საღამოს 6 საათზე სამრეკლოს ზარები რეკავენ და ხმა მთელს ძველ სევილიაში ისმის!  ტაძარი...

ბარი სევილიაში

Image
ეს სურათი ნამდვილად იმსახურებდა ცალკე პოსტს. სასტუმროდან გამოვედი და ძველ ქალაქში შევედი. მიზანი ნომერი 1 - საუზმე. ტიპიური, ესპანური, გემრიელი საუზმე. პირველი ბარი რომელიც მომეწონა ეს იყო. შინაურული, თბილი, მყუდრო. ხედავთ ბარზე როგორ დევს ფინჯანები და გაზეთები? დილაა, მთელი უბანი აქ შემოდის საუზმეზე თუ არა, ყავაზე მაინც, სწრაფი მომსახურებაა საჭირო, და კლიენტი ისე როგორ წავა Correo de Sevilla-ს ფურცლებს თუ არ შეეხო და სათაურებს არ გადაავლო თვალი? ბარმენთან ახალი ჭორების გაცვლაც მიდის... მენიუ დაფებზე წერია ცარცით, ხამონი, ყველები, საკმაოდ მარტივი ასორტიმენტი. შევუკვეთე ტრადიციული რძიანი ყავა და ბუტერბროდი ხამონით და ტომატით. ვიწრო სივრცის მიუხედავად კომფორტული ატმოსფერო იყო... სანამ საუზმეს გეახლებოდით სხვადასხვა ხალხი შემოვიდა, ყავა დალია და გავიდა. საღამოთიც აქ ვივახშმე, ხამონი, ყველი, ტოსტები, რაზეც მეყო ესპანური, ჭიქა ლა რიოხა. ბოლოს შეძლებისდაგვარად გავიცანი ბარმენებიც და ურთიერთობა იქამდე მივიდა რომ გუგლ მეფზე საქართველოს ვანახებდი, რომ ამეხსნა რომელი ხეორხიიდან ვარ და...

ტროას ცხენად ქცეული ქართველი პატრიარქი

წყარო:  Toresa Mossy ეს მოკლე ტექსტი ჩემი ბლოგისთვის დავწერე, რომელიც ერთ-ერთ მედია გამოცემას ეკუთვნის, თუმცა როგორც აღმოჩნდა ამ ქვეყანაში სიმართლეს წითელი ხაზები აქვს და პატრიარქი ის ფიგურაა, რომელსაც ყველაფერი ეპატიება, უპატიებელიც კი და ჩვენ ჩვეულებრივ მოკვდავებს უფლება არ გვაქვს საკუთარი აზრი გამოვთქვათ. მოკლედ, ვინაიდან მე არ ვცნობ ასეთ შეზღუდვებს, საკუთარ გვერდზე ვაქვეყნებ ამ წერილს. ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული - სამშობლოს, გვამი კი თქვენთვის დამითმია, მტარვალებო! საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია საბჭოთა ოკუპანტებს. ამ პოლიტიკოსების გადამკიდე ისედაც აბსურდულ სიგიჟეში ჩაძირულ ქვეყანას „მხსნელად“ კიდევ ერთხელ მოევლინა პატრიარქი ილია მეორე და მოსკოვში თავისი უთავმოყვარეო ვიზიტის შემდეგ, კიდევ ერთი სიახლით გაგვიხარა გული. მან ჯერ თავისებურად, სათნოდ მხცოვანი, დინჯი ხმით თქვა საშინელი ტყუილი ისტორიულად რუსები და ქართველები ძმებივით ვცხოვრობდითო, შემდეგ კი არც აცია და არც აცხელა გამოგვიცხადა: „მე მქონდა შეხვედრა მის აღმატებულება რუსეთის ფედერაციის ...

დე­მოკ­რა­ტია და ოხ­ლოკ­რა­ტია, ანუ ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ?

... სი­ნამ­დვი­ლე­ში არა­ვი­თა­რი ხალ­ხის ნე­ბა არ არ­სე­ბობს: ნე­ბა მხო­ლოდ ინ­დი­ვი­დებს აქვთ. ინ­დი­ვი­დე­ბი კი გან­სხვავ­დე­ბი­ან ერ­თმა­ნე­თის­გან და ხან­და­ხან შე­ხე­დუ­ლე­ბებ­საც იც­ვლი­ან.  ოხ­ლოკ­რა­ტი­ად დე­მოკ­რა­ტი­ის გა­დაგ­ვა­რე­ბა მა­შინ იწ­ყე­ბა, რო­ცა ეს მე­ტა­ფო­რა პირ­და­პი­რი აზ­რით ეს­მით: არ­ჩევ­ნე­ბის დღეს მო­სულ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა იგი­ვეა, რაც სა­ერ­თოდ „ხალ­ხი”. ესე იგი, ვინც მათ არ ეთან­ხმე­ბა, ხალ­ხის (სა­ხელ­მწი­ფოს, ქვეყ­ნის) მტე­რია. მაგ­რამ სა­დაც უმ­ცი­რე­სო­ბის უფ­ლე­ბე­ბი არ არის და­ცუ­ლი, ოხ­ლოკ­რა­ტია ახალ ტი­რა­ნი­ად გა­და­იქ­ცე­ვა: ასე მივ­დი­ვართ მან­კი­ერ წრე­ზე... ... სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დელ ვი­თა­რე­ბა­ში კარ­გი გა­მო­სა­ვა­ლი არა აქვს. რო­გორც ჩანს, „ოც­ნე­ბის” ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აშ­კა­რა (შე­საძ­ლოა, ტრა­გი­კუ­ლი) უკან­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია წი­ნა­მორ­ბედ­თან შე­და­რე­ბით (რომ­ლის მი­მარ­თაც, თა­ვის მხრივ, სე­რი­ო­ზუ­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი პრე­ტენ­ზი­ე­ბი არ­სე­ბობ­და). მაგ­რამ მი­სი არ­მოშ­ვე­ბა კი­დევ უა­რე­სი იქ­ნე­ბო...

ლიტერატურის გაკვეთილები

მე ის თაობა ვარ, სკოლაში შესვენებებზე ირანულ ნავთქურას რომ მოვუსხდებოდით ხელების გასათბობად, მასწავლებელი კი ნიშანში ფულს გვთხოვდა - "აბა ხელფასით ნავთსაც ვერ ვყიდულობ"  - რკინის არგუმენტი იყო. ქართული ლიტერატურა კი ის საგანი იყო რომელიც ყველაზე ნაკლებად მიყვარდა. შესაძლოა იმიტომ რომ მასწავლებლებში არ გამიმართლა, ან სწავლის მეთოდი იყო ცუდი, ან ლექსების ზუთხვას ჭირივით ვერ ვიტანდი, და მოვახერხე, სკოლა დავამთავრე ისე რომ 3 ლექსზე მეტი არ მისწავლია. მიუხედავად ყველაფრისა ქართული ლიტერატურა საჭირო იყო - უნივერსიტეტში უნდა ჩამებარებინა. როგორც ბევრი ჩემი თანატოლი, მეც 11 კლასში მასწავლებელთან კერძოდ ვმეცადინეობდი. შეიძლება ითქვას რომ ცხოვრებაში პირველად გამიმართლა. ნანა გაფრინდაშვილი , უნივერსიტეტის ლექტორი, შესანიშნავი პედაგოგი და სპეციალისტი აღმოჩნდა. მასთან ბევრი რამ ვისწავლე, არა მხოლოდ გამოცდისთვის. თუმცა ქართული ლიტერატურა მაინც ვერ შემაყვარა. პირველად სწორედ ნანა მასწავლებელთან მოვხვდი დისონანსში, როდესაც მასწავლებელი კარგია, თავისუფლება რომ ჰქონდეს უკეთესი იქნებოდა, მა...

სევილია, პირველი დილა

Image
 დილით რომ გავიღვიძე, დასვენებულმა და მშიერმა, აი ასეთი ხედი დავინახე. ეს ძველი ქალაქია. წინ რომელიღაც ეკლესიის სამრეკლოა, უფრო შორს ხირალდა - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობა, მარჯვნივაც ეკლესიები ჩანს და რაღაც მშენებარე ცათამბრჯენი.  ცოტა მარჯვნის სორს მდინარეზე ხიდია... ულამაზესია სევილია!

Реабилитация старого Тбилиси

Image
Кала 2012 год Все фотографии в этом посте взяты у Ольги Романовской , супруги Теимураза1962 . Это район Кала, старый Тбилиси. Любой уроженец столицы гордится именно старым городом, ведь именно старому Тбилиси присущ неповторимый колорит, по его кривым улочкам так любят гулять многие поколения горожан, родители рассказывают детям историю города, и о царе Вахтанге, и о серных банях, и о мастеровых - Карачогели и мелких торговцев и аферистов - Кинто, о Саят-Нова и городе который каким он был в XIX веке и в начале XX века... каким он был, пока разросся, пока "понаехали" пока появились советские районы и старый город стал старым городом. Кала 5 лет назад Да, меня тоже воспитали в любви к именно старому городу, его колориту, гуляли с детства по кривым улочкам и рассказывала мама о царе Вахтанге, гуляя у серных бань. Но старый город я помню вовсе не таким какой он на картинке, хотя очень любила его... помню обветшалым, но все равно цветастым и обаятельным, с его не...