Posts

Showing posts from August, 2013

ზურაბ ჭიაბერაშვილი – რელიგიური შეუწყნარებლობა შეუთავსებელია საქართველოსთან

Image
პრეზიდენტის რწმუნებულმა კახეთში, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, ინტერვიუ მისცა თავისუფალ ზონას. საუბრის ერთ-ერთი თემა იყო სამთაწყაროში და ადიგენში განვითარებული მოვლენები, რამდენად არსებობს საქართველოში რელიგიური დაპირისპირების რისკები. ბატონო ზურაბ მინდა დაგისვათ კითხვა როგორც პრეზიდენტის რწმუნებულს კახეთში. ახლა აქტუალურია ადიგენის რაიონში მიმდინარე მოვლენები, მსგავსი კი კახეთშიც ხდებოდა, კონკრეტულად სამთაწყაროში. საქართველოში, უკანასკნელი ოცი წლის მანძილზე, გინდა შევარდნაძის დროს, გინდა ნაციონალური მმართველობის დროს, არ ყოფილა დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე. ახლა რამ გამოიწვია დაძაბულობის ესკალაცია რელიგიურ ნიადაგზე და სადამდე შეიძლება ამან მიგვიყვანოს? ამაში არ დაგეთანხმები. შევარდნაძის დროსაც მკვეთრი დაპირისპირება იყო, ოღონდ ახალ დენომინაციებთან, მაგალითად იეღოვას მოწმეებთან, მაგრამ ისტორიულ დენომინაციებთან, როგორიც არიან ებრაული თემი, მუსულმანები, პროტესტანტები ან კათოლიკეები, რომლებიც ტრადიციულად იყვნენ საქართველოში, ესეთი დაპირისპირება არ იყო. რელიგიური შეუწყნარებლობა შეუთავსებელ

იმპერიის ტრიუმფი სოჭში…

Image
დღეს ამერიკულ გავლენიანი გაზეთის ბლოგების ნაწილში, ჯენიფერ რუბინმა გამოაქვეყნა სტატია “ უბრალოდ არ წახვიდეთ სოჭში “. სტატიაში რუსეთი გაკრიტიკებულია ადამიანის უფლებების ხშირი შელახვის გამო – ავტორმა pussy riot-ის საქმეც გაუხსენა, ახალი ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კანონიც, ედვარდ სნოუდენისთვის თავშესაფრის მიცემაც… ავტორი მოუწოდებს ამერიკელებს არ წავიდნენ სოჭის ოლიმპიადაზე – სოჭის ოლიმპიადაზე წასვლა ისეტივე მიუღებელი უნდა გახდეს როგორც მოწევა ან გლობალური დათბობის მიმართ სკეპტიციზმი – წერს ავტორი. მოგახსენებთ რომ, სტატიაში არცერთი სიტყვა არააა ნათქვამი საქართველოზე, 2008 წლის ომზე, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციაზე, ეთნიკურ წმენდებზე, აღარაფერს ვამბობ ჩერქეზების გენოციდზე. ჩვენ, ქართველებს, გაცილებით მეტი მიზეზები გვაქვს ბოიკოტი გამოვუცხადოთ სოჭის ოლიმპიადას. ჩვენი არგუმენტები გაცილებით უფრო მძიმეა ვიდრე ჰომოსექსუალისტების უფლებები და პანკ ჯგუფის უსამართლო განაჩენი. ჩვენი არგუმენტებია – ოკუპაცია და გენოციდი. ასევე ჩვენმა პარლამენტმა ჩერქეზების გენოციდი უკვე აღიარ

Форум о путешествии в Грузию

На моем сайте открылся форум для тех кто интересуется поездками в Грузию. Форум на 2 языках - англисский и русский. Так как сайт у меня все таки комерческий, то рекламировать чужие туристические услуги не разрешено. Но все остальное почти можно :) Итак прошу всех на  http://forum.highlander.ge/index.php

ამერიკელების დღემდე გაუხმაურებელი დასკვნა 2011 წლის 26 მაისის მოვლენებზე

Image
„თავისუფალი ზონის „ საგამოძიებო მედიაჯგუფმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დავალებით მომზადებული, დღემდე გაუხმაურებელი დოკუმენტები მოიპოვა. აღნიშნულ დოკუმენტში დეტალურად არის აღწერილი, როგორ მოქმედებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები რუსთაველის გამზირზე, 2011 წლის 26 მაისს. წყარო -  თავისუფალი ზონა
Image
სტატიის ორიგინალი - თავისუფალ ზონაზე თელავის ცენტრალური გამზირი, ხედი მოედნიდან გასულ წელს, მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე მაშტაბური პროექტი იყო ძველი თელავის რეაბილიტაცია, რომელიც 2012 წლის ზაფხულს ჩატარდა. პროექტის ფარგლებში, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 150-მდე სახლს და 50-მდე საზოგადოებრივი დანიშნულების შენობას, მათ შორის, მუსიკალურ და სამხატვრო სკოლებს, მთლიანად შეიცვალა თეატრის წინა ფასადი, გუბერნიის ძველი შენობა, განახლდა თელავის 9 ქუჩა, 2 ცენტრალური და 3 პატარა მოედანი, კეთილმოეწყო 6 სკვერი და ცენტრალური - ნადიკვარის პარკი. თელავის განვითარების პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებდა.

რომის პაპი აღიარებს გოლოდომორს

Image
რომის პაპმა ფრანცისკემ ჯერ კიდევ 2010 წელს, როდესაც იგი კარდინალი ბერგოლიო იყო, გამოსცა წიგნი "ზეცაზე და მიწაზე", სადაც თავში, რომელიც ეძღვნება კომუნიზმსა და კაპიტალიზმს, ჩამოთვალა XX საუკუნის სამი უდიდესი გენოციდი - სომხების, ებრაელებისა და უკრაინელების, იქვე განმარტა, რომ ეს ხალხი საკუთარი თავისუფლებისთვის იბრძოდა. წიგნი გამოიცა ესპანურ ენაზე 2010 წელს, ხოლო ინგლისურად ითარგმნა და გამოიცა უკვე 2013 წელს, მას შემდეგ, როდესაც კარდინალი ბერგოლიო გახდა რომის პაპი ფრანცისკე. წიგნის თანაავტორია არგენტინელი რაბი აბრაამ სკორკა. წყაროები:  Gazeta.ua წიგნი Sobre el cielo y la tierra  ესპანურად ორიგინალი  http://www.tzona.org/popefrancis/

მეგალითები – უცნობი საქართველო

Image
რამდენი თქვენგანია ნამყოფია ვარძიაში და წარმოდგენაც არ აქვს თუ რამდენი სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი და საინტერესო ღირსშესანიშნაობაა მტკვრის ხეობაში და ხეობის მახლობლად სოფლებში. სოფელი სარო მდებარეობს ასპინძის რაიონში, ცენტრალური გზიდან სულ რაღაც 4 კილომეტრში, ხერთვისამდე არ მისული 7 კილომეტრი. სარო ზღვის დონიდან 1400 მეტრზეა, პლატოზე, ღრმა კანიონის პირას. ეს ძველი მესხური სოფელია, სადაც უმეტესად ჭარბობს ძველი მიწური სახლები, ისეთი, სადაც საქონელიც და ხალხიც ერთ სახლში ცხოვრობს. თუმცა სოფელი მხოლოდ ამის გამო არაა ღირსშესანიშნავი, არც მთავარანგელოზის IX საუკუნის ბაზილიკის გამო. აქ შემორჩენილია უძველესი ციხეების ნაშთები, რომელიც ბრინჯაოს ხანას ეკუთვნის. ციხეები უზარმაზარი თითქმის დაუმუშავებელი ქვებითაა აშენებული. სულ სამი ციხეა, და ერთ-ერთი ვერსიით სამცხეს სახელიც სწორედ ამ სამ ციხეს უკავშირდება. სრულად სტატია იხილეთ თავისუფალ ზონაზე .